პოლიტოლოგი არჩილ ფამზარდია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
”არ ვიცი, ჩვენ, მოსახლეობა კიდევ რამდენი ხანი გამოვიკვებებით “ნაციონალების 9 წლის” დისკურსით, როგორც ჩანს, დღეიდან პურის ნაცვლადაც “ნაციონალების 9 წლით” უნდა ვიკვებოთ, პირველი თავი კერძის ნაცვლადაც, მეორე თავი კერძის ნაცვლადაც და დესერტის ნაცვლადაც.
როდესაც რამდენიმე თვის წინ ხელისუფლების მხრიდან ერის გენოციდზე ვლაპარაკობდი, აჭარბებო მეუბნებოდნენ. ვნახოთ, კიდევ რამდენ ხანს ჩამეთვლება ეს გადაჭარბებულად, პურის გაძვირება, ეს უკვე გენოციდის კიდევ უფრო აქტიური ფაზაა.
თანამედროვე გენოციდი აღარ მოითხოვს პირდაპირ იარაღით მასობრივ გაჟლეტას, თანამედროვე გენოციდს ბევრად “დემოკრატიული” იერი აქვს, ის ჩუმად და თითქოსდა შეუმჩნევლად ანადგურებს, რაც დღეს სახეზე გვაქვს.
მინდოდა დამეწერა, “გადავუსვათ” პურზე “ნაციონალების 9 წელი” და ის შევჭამოთ-თქო, მაგრამ პურიც უკვე ფუფუნება ხდება ჩვენს ქვეყანაში და მის ნაცვლადაც პოლიტიკური პროპაგანდის მირთმევა მოგვიწევს.”- წერს გამზარდია.