”არჩევნები მოპარულია. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ”

”არჩევნები მოპარულია. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ”

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

”ამბავი ძალიან მარტივადაა, თუ დავაკვირდებით სომხეთს.

2017 წლის არჩევნებზე, სადაც სრულიად უმოტივაციო იყო ამომრჩეველი, იმის გამო, რომ იცოდა, კვლავ ოლიგარქებს უნდა გადაენაწილებინათ მანდატები და ქვეყანაში არაფერი შეიცვლებოდა, რადგან ისინი ატარებდნენ არჩევნებს, მივიდა ამომრჩევლის 61%

2018 წელს, სადაც სუპერმოტივირებული იყო ამომრჩეველი, რადგან თვითონ წყვეტდა საკუთარი ქვეყნის ბედს და მის საგარეო თუ საშინაო განვითარების მიმართულებას, ამ ისტორიულ არჩევნებზე მივიდა ამომრჩევლის 48%

ჩვენთან რა მოხდა? მინიმუმ 5 სერიოზულ კანდიდატიან პირველ ტურში მივიდა 45% და ორკაციან მეორე ტურში – 57%, რაც სტატისტიკური აბსურდია, ისევე, როგორც ხელისუფლების კანდიდატის ხმების გაორმაგება, რასაც მსოფლიო არჩევნების ისტორიაში მე ანალოგი ვერ მოვუძებნე.

როგორც სომხეთის, ისე საქართველოს შემთხვევაში, უჩვეულოდ მაღალი დასწრების პროცენტი მთლიანად ოლიგარქიული გაყალბების უტყუარი მტკიცებულებაა. ასე რომ, ხახვ-კარტოფილის დარიგებით, ძველი ბიჭებით, ვაშაძისთვის გაბათილებული მინიმუმ 60.0000 ბიულეტენით და გრანდიოზული და უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვითაც ვერ იგებდა ოცნება, ძალიან მაღალი ალბათობით. დილით, 8-11 საათებში ყალბი პირადობებით დატრიალებული კარუსელბი გახდა “გამარჯვების” მთავარი მიზეზი და ამ საათებში მინიმუმ 200.000 ხმიანი უპირატესობა მოიპოვა ხელისუფლებამ.

არჩევნები მოპარულია. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.”- წერს ნიკა გვარამია.