ფონდი “ქართუ” ვალების განულების შესახებ ამოქმედებულ ვებ გვერდზე წარმოქმნილ ხარვეზთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მომხმარებელთა მაღალი რაოდენობის გამო მოხდა სერვერის გადატვირთვა, რამაც პრობლემები წარმოშვა.
"დღეს, სპეციალური ვებ-ვერდი vali.ge ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები საკუთარი მონაცემების გადამოწმებას შეძლებენ.იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტის მიმართ საზოგადოებაში მაღალი მოლოდინი და ინტერესია, ვებ-გვერდს ამოქმედებისთანავე ძალიან ბევრი მომხმარებელი ეწვია, რამაც მისი გადატვირთვა და მუშაობის პროცესში გარკვეული ტექნიკური შეფერხება გამოიწვია.
აღნიშნული ხარვეზი ოპერატიულად აღმოიფხვრება და რა თქმა უნდა არავითარ გავლენას არ მოახდენს ვალების განულების პროცესზე. აქვე დაინტერესებულ პირებისთვის განვმარტავთ, რომ მოქალაქეებს მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დაუბრკოლებლად შეეძლებათ აღნიშნული სერვისით სარგეებლობა, ისინი უპრობლემოდ შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას და 15-დან 31 დეკებრამდე 600 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს ვალები სრულად გაუნულდება", – ნათქვამია განცხადებაში.