უჩივლა თუ არა პრემიერმა საკუთარ დედას? -

უჩივლა თუ არა პრემიერმა საკუთარ დედას? - "ვალდებული ვარ გავაკეთო განმარტება"

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით, მან დედამისს უჩივლა.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2-ზე გასული სიუჟეტი გახლავთ მტკნარი სიცრუე, მე, როგორ პრემიერი, ვალდებული ვარ გავაკეთო განმარტება", - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერი სიცრუეს უწოდებს "რუსთავი 2"-ის სიუჟეტის შინაარს, თუმცა ამბობს, რომ მის ოჯახსაც, ბევრი ქართული ოჯახის მსგავსად, ჰქონდა ვალი, თუმცა ყველა ვალდებულება გასტუმრებული აქვთ.

"შაბათის კურიერში" გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით "პრემიერი დედის წინააღმდეგ". მამუკა ბახტაძის ეს განცხადება სწორედ იმ სიუჟეტს ეხება.