ლადო ვარძელაშვილის და სპორტის სხვა მაღალჩინოსნების სამტრედიაში გადასახლების რეალური მიზანი ვიდეო კადრებით დასტურდება.
გადაღებული მასალა სპორტის მინისტრის იმ პირებთან კავშირს ადასტურებს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ კახი კალაძის მშობლიურ სოფელში პროვოკაცია მოაწყვეს.
ერთ ერთი მათგანია კრივის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით წიკლაური.
მის გარდა გომის ჩხუბის კადრებში ამოცნობილია კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის ორი თბილისელი მოკრივე - ძმები დუნდუები.
თბილისიდან სამტრედიაში გადასხმული ე.წ სპორტული დესანტი სასტუმრო "ცისკარში" ცხოვრობს.