მორიგი თავდასხმა ჟურნალისტებზე. ალექსეევკის დასახლებაში ინფო 9-ის ჟურნალისტებს ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი გაუსწორდნენ. დაზიანებულია ვიდეო კამერა. გადამღები ჯგუფი კოალიცია ქართული ოცნების წევრის, ზურაბ აბაშიძის მოსახლოებასთან შეხვედრის გასაშუქებლად მივიდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ იმ დღეს ეს შეხვედრა საერთოდ არ იყო ადგეგმილი.
ამ დრომდე გაურკვეველია,საერთოდ ვინ გამოაკრა ეს განცახდება. აღსანიშნავია, რომ რესპოდენტები შკითხვებზე გაურკვევლად პასუხობდნენ, შემდეგ კი გადამღები ჯგუფი მათ თავად აიყვანეს შენობაში და თხოვდნენ გადაეღოთ, რა პირობებში უწევდათ ცხოვრება. თუმცა იმ ახალგაზრდა ქალმა, რომელიც თითქოს ყველაზე მეტად იყო განაწყენებული ხელისუფლებაზე და ჩართული კამერის წინაც ყველაზე მეტად აქტიურობდა, მოულოდნელად თავს დაესხა ჟურნალისტებს. დაზარალებული ჟურნაისტები საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვენ