ფსევდო

ფსევდო "ინფო9"(VIDEO)

მორიგი დაპირისპირება მოჰყვა ერთი და იგივე გადაღებაზე ინფო 9-სა და ფსევდო ინფო 9-ისჟურნალისტების შეხვედრას. შემთხვევა საგარეჯოს რაიონში, სოფელ იორმუღანლოში ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის, თინა ხიდაშლის მოსახლოებასთან შეხვედრის დროს მოხდა. ფსევდო ინფო 9-ის თანამშრომლების ვინაობის გარკვევას დეპუტატობის კანდიდატიც შეეცადა. გოგონა, რომლეიც თავს ჟურნალისტად ასაღებდა, გადაღებაზე მიკროფონი არ აღმოაჩნდა, მის მძღოლს კი არც მართვის მოწმობა, არც მანქანის ტექნიკური პასპორტი და არც პირადობის დამადასტურებელი რაიმე მოწმობა. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ ოფისი საერთო არ აქვთ.