დაგვიანებით დაიწყო ზუგდიდში ჯგუფ „შინის" კონცერტი. კონცერტის დასაწყისად დაანონსებულ დროს - საღამოს 8 საათზე ზუგდიდის ცენტრში მხოლოდ რამდენიმე ათეული მაყურებელი იყო შეკრებილი. როგორც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა გაარკვია, დღეს მუნიციპალიტეტის გამგეობამ ზუგდიდელების დიდი ნაწილი ანაკლიაში სხვადსხვა ღონისძიებაზე დაპატიჟა და უფასო ტრანსპორტირებაც უზრუნველყო. ზუგდიდიდან ჩვენი კორესპონდენტი გურამ როგავა გვერთვება.