"საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი,"-- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ჭიათურის სოფელ ქვაციხეში, საკრებულოს შენობის ეზოში შეკრებილ მოსახლეობას. მიხეილ სააკაშვილი ქვაციხეში ვერტმფრენით ჩაფრინდა. პრეზიდენტის ხალხთან შეხვედრა მედიისთვის ამჯერადაც დახურული იყო. 10--წუთიან გამოსვლაში სააკაშვილი მოსახლეობას სოციალურ პროექტებსა და საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ 1--ელი ოქტომბერი რეფერენდუმია, რომელზეც საქართველოს ბედი უნდა გადაწყდეს.