პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს ძალა, რომელიც ფიქრობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და რომლისთვისაც სულ ერთია ვის კარში გაიტანენ გოლს, სხვის კარში თუ საკუთარში. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სამტრედიაში "ნაციონალების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მერაბ ჯანელის წარდგენისას განაცხადა.
"თავის კარებში გოლის გამტანების ავტორებს ერთ-ერთი რაც უნდათ, პარლამენტის უკან გადატანაა. ვისაც პარლამენტის სამტერდიდან შორს გადატანა უნდა, მას უნდა გაიტანოს გოლი საკუთარ კარში - სამტრედიელების კარში", - აღნიშნა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის ამ განცხადებას გამოეხმაურა სამტრედიაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი კახი კალაძე.