ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების ექსკურსია ახალციხეში. სააგენტო ინფო 9 წერს, რომ რაბათის კომპლექსის მოსანახულებლად მმართველმა პარტიამ საკუთარი ხარჯით წაიყვანა კოორდინატორები და მხარდამჭერები. რამდენიმე ავტობუსი ექსკურსიაზე ვაკიდან, კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან გავიდა. გამგზავრებამდე, „ინფო9"-ის თბილისის გადამღები ჯგუფი ექსკურსანტებს გაესაუბრა. მათ ვინაობა დამალეს და განაცხადეს, რომ სკოლის მოსწავლეებს ელოდნენ და ექსკურსიაზე ჭორვილაში მიდიოდნენ. საღამოს, რაბათის კომპლექსში იგივე ავტობუსები და იგივე ადამიანები „ინფო9"-ის ახალციხის ჯგუფმა გადაიღო.