საქართველოს ხელისუფლებას ეკონომიკური განვითარების ახალი პოლიტიკა აქვს.
პრემიერ მინისტრი ბიზნესში მთავრობის აქტიურ ჩარევას ითხოვს.
ვანო მერაბიშვილი კახა ბენდუქიძის პრინციპებზე უარს ამბობს და თავისუფალი ბაზრის ნაცვლად საბჭოთა კავშირის დროინდელ ეკონომიკური სქემის დამკვიდრების მომხრეა.
ყოველშემთხვევაში ამას ეუბნება იმ გლეხებს, რომლებთანაც წინასაარჩევნო შეხვედრებს ატარებს.
უკრაინაში ნაყიდი "მაცივრები"- პრემიერ მინისტრის კიდევ ერთი დაპირება ხალხს.