რუსეთთან ურთიერთობებს სახალხო დიპლომატიით დავიბრუნებთ-ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ხონში გააკეთა. სოფელ გორდში პრეზიდენტმა რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებზე ისაუბრა, რომლებიც, მისი თქმით, ქვეყნიდან პირდაღებულები გარბიან. ,,ჩვენ ხალხთან გვინდა ურთიერთობა, ჩვენ ჩვენს დამპყრობელთან არ გვინდა ურთიერთობა",-განაცხადა სააკაშვილმა.