გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები მიუნჰენში საარჩევნო უბნის გახსნას მოითხოვენ. საკუთარი მოთხოვნა მოქალაქეებმა უკვე გადასცეს გერმანიაში საქართველოს საკონსულოს. მიმართვის ავტორები საკუთარ ინიციატივას ასე ხსნიან-გეოგრაფიული სიშორისა და კიდევ იმის გამო რომ 1 ოქტომბერი გერმანიაში არ არის უქმე დღე, სამხრეთ გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის თითქმის ათასი კილომეტრის გავლა და ბერლინში ჩასვლა არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ფიზიკურად რთულია. საკუთარ მიმართვას ქართველი ემიგრანტები გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული განცხადებითაც ამყარებენ, სადაც წერია, რომ გერმანიის კანონმდებლობა საპატიო საკონსულოებში საარჩევნო უბნების გახსნას არ კრძალავს.