მაია მიმინოშვილის მიმართვა(VIDEO)

მაია მიმინოშვილის მიმართვა(VIDEO)

მაია მიმინოშვილი პედაგოგებს მიმართავს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მასწავლებლებს სთხოვს, არჩევნებზე გულწრფელი და არა შიშით გამოწვეული არჩევანი გააკეთონ. ეს განცხადება მიმინოშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. ,,მტკივნეულია, როცა მასწავლებელი, პირველ რიგში, საარჩევნო ხმად, სახელიწუფლებო რესურსად განიხილება, როდესაც ადამიანებს, რომლებსაც მინიმალური დაფასება აქვთ, ზემდგომი უწყება მუქარის ენით ესაუბრება",-წერს მიმინოშვილი. გამოცდების ცენტრის ექს-ხელმძღვანელი განათლების სისტემის მძიმე მდგომარეობაზეც საუბრობს და დასძენს, რომ სახელმწიფო სისტემას ანგრევს, ამიტომ ჩიხი გარდაუვალია.