ონის რაიონის მაღალმთიან სოფლებში, ღებსა და ჭიორაში კოალიცია „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გია ჯაფარიძე მოსახლეობას შეხვდა. ამომრჩევლებს ემოციური სიტყვით მიმართა მსახიობმა დიმიტრი ჯაიანმა. გია ჯაფარიძემ შეხვედრაზე „ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ მილიარდიან პროგრამაზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, სოფლებში უგზოობისა და უტრანსპორტობის გამო მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ სოფელს საკუთარი ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს და მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს, რაში დაიხარჯება სოფლისთვის გამოყოფილი თანხა.