ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია, საზღვრისპირა სოფელ შამგონას მოსახლეობას შეხვდა. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაცნო. დეფაქტო რესპუბიკის მოსაზღვრე სოფელში არ მუშაობს ჯანდაცვის სისტემა, სოფლის მეურნეობა პარალიზებულია და მოსახლეობას საკუთარი ძალებით უხდება მიზერული მოსავლის მოყვანა. სოფელში არ არის გზები, არ არის ამბულატორია ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს არც ერთი სახელმწიფო სისტემური ორგანო,
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ შამგონელებს კოალიციის სამომავლო გეგმები გააცნო, ისაუბრა სამედიცინო ცენტრზე, რომელიც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ზუგდიდში აშენდება და ადგილობრივ მოსახლეობას და აფხაზ მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. ირაკლი ალასანია ადგილობრივ მოსახლეობას დაპირდა, რომ არჩევნებზე მათი თითო ხმა დაცული იქნება და ამის გარანტორები საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები იქნებიან, რომლებიც წინასაარჩევნოდ, როგორც სოფელ შამგონაში ისე ზუგდიდის რაიონის ყველა სოფელში ჩავლენ და არჩევნებზე ინტენსიურ მონიტორინგს განახორციელებენ.