ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, თითოეული თქვენგანის ძალიან გრძელვადიანი მომავალი და ძალიან გთხოვთ, ეს არავის არ გადააბაროთ - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიაში, სამერ ჯობის მონაწილე სტუდენტებს. მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდებს მოუწოდა იყვნენ დარაზმულები, რათა არ ახდეს მტრის ოცნება. საქართველომ არ უნდა დაუთმოს თავისი თავისუფლება სხვა პოლიტიკურ ძალას - განაცხადა პრეზიდენტმა.