ვის უპირისპირებს ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობა ირაკლი ალასანიას?
"ქვეყნის წინაშე ღვაწლმოსილი ადამიანი" - ასე აფასებს ზუგდიდში მათ კანდიდატს ნაციონალური მოძრაობა.
ვინ შეიძლება იყოს ღვაწლმოსილი, თუ არა როლანდ ახალაია, რომლის უმცროსი ვაჟიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო უფროსი თავდაცვის უწყებას აკონტროლებს.
მაშ ასე: ბაჩო და დათა ახალაიების მამა - როლანდ ახალაია, წარდგენილია ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატად.
ის დღეს, თვით მმართველის პარტიის პირველმა ნომერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა.
"ახალაიების ოჯახი არის სიმბოლო იმ ცვლილებებისა, რაც ბოლო პერიოდში საქ-ში ხდება."- დავით ბაქრაძის ეს შეფასება დღეს ზედმიწევნდით ზუსტი იყო.