ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ლექტორებმა უნივერსიტეტი პროტესტის ნიშნად დატოვეს. განცხადებას, რომელიც რექტორს გადაეგზავნა, ხელს 25 თანამშრომელი აწერს. თავად რექტორი, გიგი თევზაძე ლექტორების ნაწილის წასვლას ადასტურებს და აცხადებს, რომ ამ დროისათვის თანამშრომლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლოა მათი ნაწილი კვლავ დაუბრუნდეს სასწავლო პროცესს.