ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოლიტიკური გადაწყვეტილება. „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ნომრად 7-იანის გამოყენებაზე უარი ეთქვა და მას 41 ნომერი მიენიჭა. კოალიციის ლიდერთა შეფასებით საარჩევნო კომისიამ დღეს პოლიტიკურად მოტივირებული, სრულიად უკანონო გდაწყვეტილება მიიღო. ცესკო-ს დღევანდელი სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. საარჩევნო კომისიასთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ცესკო-ს გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ სასამართლოში გაასაჩივრებს.