როგორც კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი შტაბის წევრების სერგო და თემურ კიღურაძეების დაკავება ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. მისივე თქმით, ხელისუფლებას სამტრედიაში მობილიზებული ჰყავს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის და სროლის ფედერაციის პრეზიდენტის გია უდესიანის ათკაციანი ზონდერ-ბრიგადა, რომლებიც ცდილობენ ჩაშალონ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული შეხვედრები