„ქართული ოცნების“ ლიდერი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას განაგრძობს. დღეს ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ორი რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა. ცაგერში "ქართული ოცნების" სახელით საპარლამენტო მანდატისთვის მამუკა ჩაჩხიანი იბრძოლებს, ხოლო ახალქალაქში _ ლორიკ კარაპეტიანი. დღესვე „ქართული ოცნების“ ლიდერმა ჟურნალისტებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებებიც გააცნო. შეიცვალა მაჟორიტარები თეთრიწყაროსა და თერჯოლის რაიონებში. თეთრიწყაროში მამუკა აბულაძე შალვა ხაჭაპურიძემ ჩაანაცვლა, ხოლო თერჯოლაში ომარ ნიშნიანიძის მაგივრად ზაალ გოგსაძე იყრის კენჭს.