ირაკლი ალასანია ზუგდიდში ყოფილი მეთორმეტე ტრესტის შენობაში მცხოვრები დევნილების პრობლემებს გაეცნო. 12 ოჯახში მოუწესრიგებელი სახურავების გამო წვიმის წყალი ჩადის. მობინადრეების თქმით, დახმარების თაობაზე მათი განცხადებები ზუგდიდის გამგეობამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველომ უპასუხოდ დატოვა.