"ქართული ოცნების" მეექვსე აქცია დღეს რუსთავში, ჟიული შარტავას მოედანზე გაიმართება. გუშინ მთელი დღის განმავლობაში კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა რუსთავში ფლაერები დაარიგეს და პლაკატები გააკრეს. ქალაქში საინფორმაციო ტიპის მსვლელობაც მოეწყო. მანიფესტაციამდე ერთი დღით ადრე ქალაქის მერიამ განცახდება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ "რუსთავის მერია შარტავას მოედანზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს შეასრულებს." უფრო დაწვრილებით დღევანდელ აქციაზე ნოდარ ჩაჩუა ისაუბრებს. ნოდარ ცნობილია თუ არა დღევანდელი აქციის სცენარი.