პრეზიდენტი ლანჩხუთში(VIDEO)

პრეზიდენტი ლანჩხუთში(VIDEO)

საქართველოს პრეზიდენტი გურიასაც ესტუმრა და შუხუთისა და ჩიბათის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებს მან ის გეგმები და სოციალური პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელება რეგიონში უახლოეს მომავალში დაიწყება. ქვეყნის პირველმა პირმა უკვე დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამ კუთხის ასაყვავებლად. "ჩვენი ამოცანაა, რომ მტერმა ადგილობრივი, მის ფეხს აყოლიების მეშვეობით, ვერაფერი ვერ აგვირიოს საქართველოში", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში წარსული აღარ დაბრუნდეს.