ირაკლი ალასანიას წინასაარჩევნო შეხვედრა(VIDEO)

ირაკლი ალასანიას წინასაარჩევნო შეხვედრა(VIDEO)

ირაკლი ალასანია ზუგდიდში წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამჯერად სოხუმის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა. ალასანიას თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ახალი გუნდი თავისუფალი ხალხის ქვეყანას ააშენებს, სადაც ადამიანებს „კუდის" და მოსმენების შიში არ ექნებათ. შეხვედრის დაწყებამდე კოალიციის აქტივისტებმა შეკრებილებს ფლაერები სახელწოდებით - „ვინ არის რუსეთუმე ბიძინა თუ მიშა?" დაურიგეს, სადაც მთავრობის მიერ ბოლო დროს რუსული კომპანიებისთვის მიყიდული მნიშვნელოვანი ობიექტებია ჩამოთვლილი. მათ შორის ენგურჰესი, მადნეული, კვარციტი, თბილისის წყალი და ზესტაფონის „ფეროა".