თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კახი კალაძის 16 944 960 ლარით დააჯარიმა ძალაში დატოვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებით, კახი კალაძემ საკუთარი საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა, რის გამოც იგი გატანილი თანხის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმდა.