კოალიციის ლიდერებმა, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა იყო წარმატებული, "ქართული ოცნება" კი საერთაშორისო საზოგადოებისა და დიპლომატიურ კორპუსისგან მიმდინარე პროცესებზე სწორ და ადეკვატურ რეაქციას ელოდება.