კასპის რაიონის სოფელ მეტეხში კოალიცია ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ციცო აბუაშვილი მივიდა. სოფლის გამგებელს კასპის საკრებულოს წევრი ხათუნა თათანაშვილი, ადგილობრივი მოძღვარი და რამდენიმე მაცხოვრებელი დაუპირისპირდნენ. ციცო აბუაშვილმა მოსახლეობის პრეტენზიებს ვერ გაუძლო და ტერიტორია დატოვა. ,,თქვენ არც გაზის გამომყვანი ხართ და არც გამრიცხველიანების. წავედი ეხლა მე.” – ასე დაამთავრა შეხვედრა სოფლის გამგებელმა. ვიდეო მოგვაწოდა ხათუნა თათანაშვილმა.