პერევისის მოსახლეობას დახმარებას პარტიული ნიშნით აძლევენ(VIDEO)

პერევისის მოსახლეობას დახმარებას პარტიული ნიშნით აძლევენ(VIDEO)

არათანაბრად განაწილებული ჰუმანიტარული დახმარება. ჭიათურის რაიონის სოფელ პერევის მოსახლეობა თვითმმართველობის ორგანოს სთხოვს, სასურსათო პაკეტი ყველა მოსახლეზე თანაბრად გაანაწილოს. ამ მოთხოვნით დღეს მათ ადმინისტრაციულ ორგანოსთან აქციაც მოაწყვეს.საუბარია ჭიათურის გამგეობის მიერ მოსახლეობის ნაწილისთვის 2 ტომარა ფქვილზე, 10 კილოგრამ შაქარსა და 3 ლიტრ ზეთზე. რაიონის სოფლების მოსახლეობის ნაწილის მტკიცებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰუმანიტარულ პროდუქტს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს ურიგებენ.