რეპეტიცია ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო მაისურებით-რატომ ეწევიან მსახიობები მმართველი პარტიის უფასო აგიტაციას-ვრცელდება ფოტო და ვიდეო-მასალა, სადაც მიუზიკლ ვერის უბნის მელოდების მონაწილეები, მათ შორის სოფო ნიჟარაძე, რეპეტიციას მმართველი პარტიის საარჩევნო ნომრიანი მაისურებით გადიან. მსახიობები შესაძლოა დააჯარიმონ, რადგან კანონით პარტიის უფასო აგიტაცია 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. თითქმის ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა ბეთანიაშიც. მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა არჩილ გეგენავამ მეგობრებთან ერთად რესტორან მასპინძელოში ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო მაისურებით იქეიფა. მმართველი პარტიიდან დღეს ორივე ფაქტს გამოეხმაურნენ. უფასო აგიტაციაზე კომენტარი თავად გეგენავამაც გააკეთა.