ცნობილია იმ 10 ადამიანის ვინაობა, რომლებიც თბილისში ნაციონალური მოძრაობის სახელით მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. ვაკე-გიორგი კარბელაშვილი, კრწანისი-დავით საყვარელიძე, მთაწმინდა-არჩილ გეგენავა, საბურთალო-ანდრია ურუშაძე, ისანი-გიორგი ვაშაძე, სამგორი-მიხეილ მაჭავარიანი, დიდუბე გიორგი ჩაჩანიძე, ჩუღურეთი-ანდრო ალავიძე, ნაძალადევი-მერაბ სამადაშვილი, გლდანი ნიკოლოზ ხაჩირიშვილი-ასე გამოიყურება მმართველი გუნდის მაჟორიტარების 10-კაციანი სია. დედაქალაქის 10 რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თბილისის მერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინეს. ყველა კანდიდატს მოსახლეობასთან შეხვედრების დროს მეგზურობას თავად ქალაქის მერი გაუწევს.