მაია ფანჯიკიძე ტრადიციულ ბრიფინგზე, საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კოალიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, ასევე სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახი კალაძეს აუდიტის სამსახურის დადგენილების საფუძველზე მორიგი ჯარიმა დაეკისრათ. დღესვე მაია ფანჯიკიძემ პოლიტიკური პარტიებისათვის განხორციელებული შემოწირულობების გამო დაჯარიმებული მოქალქეების საკითხზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს არის მოქალაქეთა პოლიტიკური დევნის ნათელი მაგალითი. „მმართველი გუნდი და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს არ მიეცეთ პოლიტიკური აქტიურობის საშუალება“-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ