კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას მოუწოდებს სტიქიით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობას შესაბამისი ფულადი კომპენსაცია გადასცეს
ამის შესახებ განცხადება მაია ფანჯიკიძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა. „მიუხედავად იმისა, რომ სტიქიიდან თითქმის თვეზე მეტი გავიდა და ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის მიერ ბიუჯეტში ჩარიცხული 80 მილიონი ლარის სახით დამატებითი სახსრები გაუჩნდა, ჯერ კიდევ არ დაწყებულა დაზარალებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გადაცემა“-აღნიშნა ფანჯიკიძემ. კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებისგან მოითხოვს განმარტოს თუ რატომ არ ხდება მოსახლეობისთვის თანხების გადაცემა. ამასთან, მაია ფანჯიკიძის განცხადებით იმ შემთხვევაში თუ მთავრობას არ გააჩნია საკმარისი სახსრები სრულად აუნაზრაუროს მოსახლეობას მიყენებული ზარალი, ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე, რომლებსაც დაეკისრათ უკანონო ჯარიმები, მზად არიან, მოქალქეთა სრული კომპენსირებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი თანხები გადარიცხონ