კოალიცია „ქართული ოცნება“ მმართველი გუნდის მხრიდან კოალიციის წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლის მცდელობების თაობაზე ინფორმაციას დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდის
ამის შესახებ განცხადება მაია ფანჯიკიძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა. მაია ფანჯიკიძე დიდგორობის დღესასწაულზე მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, როდესაც სამართალდამცავებმა კოალიციის ახალგაზრდული მოძრაობის წევრებს, დღესასწაულზე დასწრების უფლება არ მისცეს. კოალიციამ აღნიშნულის თაობაზე უკვე აცნობა უწყებათაშორის კომისიას. „ეს და კიდევ სხვა მსგავსი ტიპის უამრავი ფაქტი მოწმობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა გზით ცდილობს ხელი შეუშალოს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას და მისი ეს ქმედება ეწინააღმდეგება იმ დეკლარაციას, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწერა ხელი“-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მსგავსი ფაქტების თაობაზე კოალიცია ინფორმაციას დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდის