ვიქტორ დოლიძე

ვიქტორ დოლიძე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის წევრებს შეხვდა(VIDEO)

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის წევრებს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე შეხვდა. დოლიძემ კოალიციის წევრებს ახალგაზრდების როლზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ მათი როლი ქვეყნის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია. კოალიციის წევრმა ჩუღურეთთის ახალგაზრული მოძრაობის წევრებს "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა და განუმარტა, რომ მათი ჩართულობა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი იქნება. ვიქტორ დოლიძემ ახალგაზრდებს დაჰპირდა, რომ "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პროირიტეტად განათლების სისტემის გაუმჯობესებას აირჩევს და უფასო უმაღლესი განათლების შემოღებაზე იზრუნებს.