შეხვედრა ურეკში(VIDEO)

შეხვედრა ურეკში(VIDEO)

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება" რეგიონებში შეხვედრას განაგრძობს. კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს ურეკში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. დაბა ურეკში მოსახლეობასთან შეხვედრისას კოალიციის ლიდერმა 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და სამშობლოსათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივი მოსახლეობისგან გურიაში არსებული პრობლემები მოისმინა, თავის მხრივ კი კოალიციის ლიდერმა ურეკელებს ამ პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვა გააცნო და საარჩევნო პროგრამა წარუდგინა.