შალიკიანის მკვლელობა(VIDEO)

შალიკიანის მკვლელობა(VIDEO)

ახალი დეტალები ბონდო შალიკიანის მკვლელობის საქმეში. ბელორუსი სამართალდამცავები მკვლელობას უცხოურ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის საქმის გარჩევას უკავშირებენ. განცხადება ჟურნალისტებს ბელორუსიის საგამოძიებო კომიტეტის უფროსმა უთხრა. ვალერი ვაკულჩიკის თქმით, საქმის გარემოებების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.

სამართალდამცავები პრცესში რამდენიმე უცხოური ქვეყნის კოლეგასთანაც მჭიდროდ თანამშრომლობენ. შეგახსენებთ, რომ შალიკიანი მინსკში, 7 აგვისტოს მოკლეს. ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარი ბონდო შალიკიანი 2004 წელს სპეცოპერაციისას დააკავეს. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, შალიკიანის სახლში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ბოლო წლებში შალიკიანი საზღვარგარეთ ცხოვრობდა.