როგორც ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, კოალიცია ამ დღეების განმავლობაში მასშტაბურ ღონისძიებებს არ გამართავს.
"რაც შეეხება ლოკალური მასშტაბის საკითხებს, ჩვენი შტაბები მუშაობას არ წყვეტენ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ დუმილი შეინარჩუნოს და ამით მაინც მოიხადოს ბოდიში იმ უგუნური საქციელის გამო, რაც მათი პოლიტიკის შედეგად ქვეყანას თავს დაატყდა,"- განაცხადა ფანჯიკიძემ.
ტრადიციულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ კოალიცია "ქართული ოცნების" ფოთის ოფისის ხელმძღვანელის ჯემალ მიგინეიშვილის უკანონო დაკავებისა და პარტია „მრეწველების“ წევრის ვახტანგ მელაძის სასამართლო პროცესის შესახებ ისაუბრა. მათ ბრალი უკანონო შემოწირულობის განხორციელებაში ედებათ.
"ტენდენცია გრძელდება, უკვე საქმე გვაქვს იმ პირების დაპატიმრებებთან, რომლებმაც პარტიის ანგარიშზე შემოწირულობა განახორციელეს. ეს ემსახურება ერთ რამეს, რომ "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნო კამპანიაში ხელი შეეშალოს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.