6 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი გორის რაიონში რამდენიმე ადგილს ესტუმრა. კარალეთსა და ქალაქ გორს შორის არსებულ დევნილთა ჩასახლებაში სიტყვით გამოვიდა. 15 წუთიან შეხვედრაზე ჟურნალისტები არ დაუშვესპოლიცია,ოპერატორი. ეს ის ადგილია, სადაც 2012 წლის 13 ივლისს კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრები დაარბიეს და ქვები დაუშინეს. ჟურნალისტებს კი სასტიკად გაუსწორდნენ.
ჩასახლებაში დევნილები ვერხვების კოტეჯებიდანაც ჩაიყვანეს. იქვე ქალაქ გორის ვოლოგდის დასახლების კორპუსის მცხოვრებლებიც გამოვიდნენ. ისინი პრეზიდენტს პირადად ვერ შეხვდნენ. რამდენიმე მათგანს საკუთარ პრობლემებზე საუბარი სურდა.
ჟურნალისტებს, გორი-ცხინვალის ცენტრალური ავტომაგისტრალიდან ფოტო და ვიდეო გადაღებაში, პოლიციის თანამშრომლები უშლიდნენ ხელს. ადგილზე პრეზიდენტის პრესსპიკერი ირმა ნადირაშვილი მივიდა, რომელმაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელს განუცხადა, რომ, მხოლოდ, ფოტო-კამერის გარეშე შესულიყო ჩასახლებაში. პოლიციის თანამშრომელს კი მოუწოდა იმ ადგილიდან, სადაც ვიდექით, მუშაობაში ხელი არ შეეშალა. მიუხედავად ამისა, ირმა ნადირაშვილის ,,სასხვათაშორისოდ” ნათქვამი თხოვნა პოლიციელმა არ შეასრულა. ჟურნალისტები იმ ადგილზე გაიყვანეს, საიდანაც არაფერი ჩანდა.
,,მაესტროს“, მე-9 არხის და ინფო-9-ს ჟურნალისტები დასახლებაში ოპერატორების გარეშე შევიდნენ. ინფო9-ს და მე-9 არიხს ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩასახლების მამასახლიებმა მიაყენეს: ,,კამერების გარეშე რა მაგარი ნაშები ყოფილხართ!” – ამცირებდნენ გოგონა ჟურნალისტებს. მიკროფონებით აღჭურვილ ჟურნალისტებისადმი ნათქვამი ეს ფრაზები თითქმის ნახევარკილომეტრის მოშორებით მდგარ კამერებში კარგად ისმოდა