საქართველოს მთავრობა ხალხს ზემოდან არ უყურებს, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბეშუმობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა არასდროს არ ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის და ეს იმის დამსახურებაა, რომ ხალხიც ძლიერია. სააკაშვილის თქმით, ქართველი ხალხის მოტყუება ძალიან ძნელია.