ბიძინა ივანიშვილის უფლებების დარღვევებზე მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო ცენტრში დავა იწყება მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრში ბიძინა ივანიშვილის საინვესტიციო უფლებების დარღვევის თაობაზე დავა იწყება. ავტორიტეტული საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუტი ყველა იმ დარღვევას შეისწავლის, რომელიც „ბანკ ქართუსთან" მიმართებაში ხელისუფლებამ განახორციელა. საქმე ასევე მოიცავს ბიძინა ივანიშვილის წილის დაყადაღების ფაქტს „პროგრეს ბანკში". დავა მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ცენტრში წარიმართება ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელმაც, გასული წლის ოქტომბრიდან, მრავალი პოლიტიკურად მოტივირებული უკანონობა ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ბიძინა ივანიშვილის უფლებებს საერთაშორისო ცენტრში ავტორიტეტული იურიდიული ფირმა „სკადენი" დაიცავს. ფირმის ვაშინგტონისა და ლონდონის ოფისის ხელმძღვანელები 16-17 ივლისს უკვე იმყოფებოდნენ საქართველოში. დავის დაწყების თაობაზე შესაბამისი შეტყობინება საქართველოს პრეზიდენტსა და იუსტიციის სამინისტროს უკვე ჩაბარდა.