კოალიცია „ქართული ოცნების“ გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა და თინათინ ხიდაშელმა დღეს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის ვენახები მოინახულეს. მათ თან ახლდათ მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ადგილზე აღწერდა ზარალს. კოალიციის წევრები გლეხების პრობლემებს გაეცნენ, მათ შეკითხვებს უპასუხეს და „ქართული ოცნების“ პროგრამის პრიორიტეტები წარუდგინეს.
„დღეს შიშის დრო აღარ არის. მთელი საქართველო ერთად უნდა დადგეს და არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ - განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.