"მალე ნაცებისგან ჩვენი დასაცავი გახდება ეს გაჭირვებული" - ბრეგაძე გვარამიაზე

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე "რუსთავი 2"-ის დიროქტეთან დაკავშირებით შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

„ვისაც არ ეზარება ყველა ამ უბედურ გვარამიას წიხლავს! იქით მიშა აბრალებს გამყიდეო, აქეთ ვაშაძე უყვირის-შენმა "განსხვავებულმა აქცენტებმა" დამღუპაო, ბოკერია და ჩერგო ხომ საერთოდ მიწასთან ასწორებენ!

მალე ნაცებისგან ჩვენი დასაცავი გახდება ეს გაჭირვებული და ჩვენი ცოდვით სავსე! არადა, მეც მეპარება ეჭვი - ტიპმა ისეთი სისულელეები ილაპარაკა, ისე გამაღიზიანებლად მოიქცა და ისე ამაზრზენად წარმართა ყველაფერი, რომ მგონი მართლა იყიდა ჩვენი ნიკუტა ვიღაცამ", - წერს სანდრო ბრეგაძე.