საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციას საპატრიარქოს ფონდის უფროსი, ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქს ილია მეორეს ესაუბრა, შესაბამისად, საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელის პოსტს პატრიარქთან შეთანხმებით ტოვებს.
„არჩეული პრეზიდენტი ესაუბრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და საკუთარი სურვილის შესახებ უთხრა, რომ მე ვუხელმძღვანელო პრეზიდენტის ადმინისტრაციას. პატრიარქი დათანხმდა იმას, რომ დავტოვო კათოლიკოს – პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა და გადავიდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.