განუწყვეტლივ ონავარი მოწაფის პოზაში ყოფნა სასაცილო გახდა – სოსო მანჯავიძე

განუწყვეტლივ ონავარი მოწაფის პოზაში ყოფნა სასაცილო გახდა – სოსო მანჯავიძე

სოსო მანჯავიძე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიორგი ვაშაძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც ის ამბობს, რომ 800ათასმა  ამომრჩეველმა მისცა მანდატი ხელისუფლების შესაცვლელად.

“იმ შემთხვევაშიც კი, თუ 800.001 ამომრჩეველი არის ხელისუფლების შეცვლის წინააღმდეგი, 800.000 ამომრჩევლის მანდატი არ არის საკმარისი ხელისუფლების შესაცვლელად.
ასეთია დემოკრატიული თამაშის წესები. სხვა საკითხია,თუ ენმ ამ წესებით თამაშს აღარ აპირებს. პრინციპში არც არასოდეს თამაშობდა. მეორეს მხრივ. გვწყენს ჩვენ ეს განუწყვეტელი არჩევნები.

გაუბედურდა ქვეყანა,გაღატაკდა. ხალხი გაირყვნა ამ პოლიტიკური ვაჭრობით,ხოლო განუწყვეტლივ ონავარი მოწაფის პოზაში ყოფნა ევროკავშირიდან მოვლინებული დამკვირვებლების წინაშე ხომ საერთოდ სასაცილო გახდა. შესაცვლელია სისტემა,ამაზრზენი გახდა უკვე ეს ყველაფერი”– წერს მანჯავიძე.