ქუთაისში ძლირმა ქარმა ავტომშენებლის ქუჩაზე რამდენიმე ხე მოგლიჯა. ხე საცხოვრებელ სახლს დაეცა და სახურავი და კედლის ნაწილი ძლიერ დააზიანა.
სახლიდან მცირეწლოვანი ბავშვები ღამის გასათევად ნათესავებთან გადაიყვანეს. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.