თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მმართველ პარტიას რჩევას აძლევს:
„ქოცებო გულით ხომ იცით თქვენსკენ ვარ. თან, რომ ვიცი რომ ინტელექტით პენტიუმ ერთიანები ხართ, ისევ მე უნდა მოგცეთ მაგარი რჩევა. 6 წელია ბიძინათქვენი მიშას დაჭერას და ექსტრადიციას ცდილობს და არ გამოსდის. კვირას კი მიშას მომხრეებს და არა მარტო მის მომხრეებს აქცია აქვთ დაანონსებული რუსთაველზე.
მიშა ლუპით დააკვირდება მაგ აქციას. თუ ბევრი ხალხი არ მივა, შესაბამისად არ ჩამოვა. თუ ბევრი მივიდა, გული მოეცემა და ჩამოვა.
ჰოდა, თუ გინდათ მიშა ხაფანგში გააბათ და ჩამოიყვანოთ, ბევრი ქოცი მიდით კვირის აქციაზე, რომ მიშა მოტყუვდეს და ჩამოვიდეს“ - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.