"გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ წინასაარჩევნოდ გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ გამოხატულ პოზიციას შეცდომა უწოდა და მოინანია.
"ვნანობ, როცა ვთქვი, რომ გრიგოლ ვაშაძეს ვაძლევ ხმას-თქო. მივხვდი, რომ ჩემი ნათქვამი იყო შეცდომა. მერე მივხვდი, რომ ვერ გავაკეთებდი, რადგან არ იქნებოდა ჩემი მხრიდან მორალურად სწორი იმის გათვალისწინებით თუ რა კამპანიაც ქონდა ამ ორ მოთამაშეს. თუ ჩემნაირი ადამიანების ხმა გინდა, რაღაცა მორალური ზღვრები არსებობს, რასაც არ უნდა გადაცდე ან მინიმალური პატივისცემა უნდა გამოხატო იმ იდეის მიმართ რაც “გირჩს” აქვს.
ჩემი პასუხისმგებლობაცაა, რომ “გირჩი” დავტოვო სუფთა და ამ სიბინძურეში არ იყოს ათქვეფილი და ამიტომაც არ წავედი არჩევნებზე”, – განაცხადა “რეაქციაში” ჯაფარიძემ.